კორონავირუსის გამო სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტები შეზღუდვით იმუშავებენ

420

კორონავირუსთან დაკავშირებით, მთავრობის გადაწყვეტილების შესაბამისად, სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტებში შეიზღუდება გარკვეული სერვისების მიწოდება, ასევე, აღარ გაიმართება კომისიების ან საბჭოს სხდომები, რასაც მოქალაქეები ესწრებიან, – ნათქვამია სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„მოგიწოდებთ მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში მიმართოთ მოქალაქეთა მომსახურების ბიუროებს, რომლებიც შეზღუდულ რეჟიმში გააგრძელებენ მუშაობას.

არ შეჩერდება მოსახლეობისთვის სოციალური და ჯანდაცვის კუთხით, მომსახურების გაწევა და მუნიციპალური სერვისის – უფასო სასადილოების ფუნქციონირება. მუდმივ რეჟიმში გაგრძელდება ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესრულება და სხვა სერვისების განხორციელება.

გთხოვთ ყველას, გამოვიჩინოთ მაქსიმალური პასუხისმგებლობა და განსაკუთრებული ყურადღება მივაქციოთ დარგის სპეციალისტების რჩევებსა და რეკომენდაციებს.“, –  აცხადებენ სამხარე ადმინისტრაციაში.