ამბროლაურში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება გრძელდება

484

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება გრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას რაჭა-ლეჩხუმი- ქვემო სვანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, სახელმწიფო რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესთან ასლან საგანელიძესთან ერთად, ამბროლურში პროექტების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო.

„ამბროლაურში ამჟამად მიმდინარეობს მდინარე კრიხულაზე დამცავი ჯებირის მოწყობის მესამე ეტაპის სამუშაოები. პროექტის ღირებულებაა 500 000ლარი. პროეექტი დაიწყო 2020 წლის 7 მარტს და დასრულდება მიმდინარე წლის 5 ივნისს.

ამასთან, ამბროლაურში დახურული სპორტ-დარბაზის იატაკის და ღია სპორტ-კომპლექსის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. მისი ღირებულებაა 448 551ლარი. პროექტი დაიწყო მიმდინარე წლის 7 მარტს და დასრულდება 5ივლისს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.