გომის ადმინისტრაციულ ერთეულში ბეტონის საფარის დაგების სამუშაოები დაიწყო, რომელიც რეგიონული განვითარების ფონდიდან ფინანსდება.
სარეაბილიტაციო სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერმა ვალერი ფოცხვერიამ და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა ზურა გოგიამ დაათვალიერეს.
მუნიციპალიტეტის მერი ადგილზე მშენებარე კომპანიის წარმომადგენლებს და ადგილობრივებს გაესაუბრა.
აღნიშნულ სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,,გიანი” ასრულებს.