არასამთავრობო ორგანიზაციები პრეზიდენტის მიერ “თვითმმართველობის კოდექსსა” და “საარჩევნო კოდექსზე” დადებულ ვეტოებს მიესალმებიან. მათი თქმით, ორივე საკანონმდებლო ცვლილება დემოკრატიის კუთხით უკან გადადგმული ნაბიჯია, რის გამოც პრეზიდენტის მიერ ვეტოს გამოყენება ლოგიკურია.
მესამე სექტორმა პრეზიდენტ მარგველაშვილს ვეტოს გამოყენებისკენ ივნისის ბოლოს მიმართეს.