გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მოსახლეობას აფრთხილებს, რომ ნარჩენების მართვის კოდექსის შესაბამისად, ნებისმიერი ტიპის ნარჩენის (მათ შორის, ფოთლების, საბურავების, პლასტიკის მასალის) ღია წესით დაწვა აკრძალულია.
მუნიციპალური არასახიფათო ნარჩენების (ფოთლები, ბაღის/პარკის ნარჩენები, საყოფაცხოვრებო ნარჩენები) ღია წესით ან არადანიშნულების საწვავ დანადგარში დაწვა ჯარიმდება 200 ლარით.
მუნიციპალური არასახიფათო სხვა ნარჩენები (საბურავი, რეზინი და სხვა ელასტომერული მალასა) ღია წესით ან არადანიშნულების საწვავ დანადგარში დაწვა – 500 ლარით.
აღნიშნული ნარჩენების დაწვისას, გამოიყოფა გარემოსა და ადამიანთა ჯანმრთელობისათვის საშიში ტოქსიკური, კანცეროგენული ნივთიერებები და აირები.