ქუთაისის საქალაქო სასამართლომ “გაბედეს” აქტივისტს ე.წ ბუჩქების საქმეზე გამოწერილი ჯარიმა გაუუქმა

579

წინა სტატია

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ “გაბედეს” აქტივისტის მიხეილ გეგეშიძისათვის ქუთაისის მერიის მიერ გამოწერილი ჯარიმა გააუქმა. ამის შესახებ რადო ძველი ქალაქი წერს.

მოსამართლე ციცინო კიკვიძის გადაწყვეტილებით, მიხეილ გეგეშიძე 2 თვის წინ, მესხიშვილის თეატრის წინ არსებული ბუჩქების მორთვისთვის, 1000 ლარით არ დაჯარიმდება. გეგეშიძეს სიტყვიერი გაფრთხილება მიეცა.

“გაბედეს” აქტივისტებმა და გოგი წულიამ 11 დეკემბერს, მთავარ ნაძვის ხეზე პოლიტიკოსების გამოსახულებით სათამაშოების დაკიდება სცადეს, რისი საშუალებაც მათ სამართალდამცავებმა არ მისცეს. საბოლოოდ, მოძრაობის წევრებმა თეატრის წინ ბუჩქები მორთეს.