თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, ქვემო ახალშენში ახალი აღმოჩენები დაფიქსირდა. ინფორმაციას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო ავრცელებს.
“საოცარი აღმოჩენებია ქვემო ახალშენიში. (თეთრი-წყაროს მუნიციპალიტეტი)
5 თვეა არქეოლოგიური გათხრები არ გაჩერებულა. (არქეოლოგი გოდერძი ნარიმანიშვილი )
არქეოლოგიური სამუშაობის შედეგად მოპოვებული მასალის პერიოდი იწყება მტკვარ-არაქსის (ძვ. წ. IV ათასწლეულის II ნახევარი — III ათასწლეული ) პერიოდიდან გვიანი შუა საუკუნემდე ( XVII-XVIII )
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ საფორთეფიკაციო ნაგებობა განვითარებული შუა საუკუნეებით თარიღდება და მშრალი წყობით არის ნაგები, რაც ძალზედ იშვიათობაა.
პროექტს აფინანსებს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო,” – ფეისბუქის გვერდზე წერს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ნიკოლოზ ანთიძე.
საოცარი აღმოჩენებია ქვემო ახალშენიში. (თეთრი-წყაროს მუნიციპალიტეტი) 5 თვეა არქეოლოგიური გათხრები არ გაჩერებულა….
Posted by Nika Antidze on სამშაბათი, 03 მარტი, 2020