გორის საკრებულოს დამოუკიდებელი წევრი ირმა ამბარდნიშვილი ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ სუხიშვილის ქუჩაზე პლასტმასის ქარხნის მშენებლობა არ დაუშვას. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერს.
მისი თქმით, ტერიტორია, სადაც ქარხნის მშენებლობა იგეგმება, კორპუსებითაა გარშემორტყმული და ხალხი ცხოვრობს:
“ჩემზე კარგად იცით, რომ იქ ხალხი ცხოვრობს. გარშემო კორპუსიებია. ეს გამონაბოლქვი მათი ჯანმრთელობის მდგომარეობისთვის სახიფათოა,” – განაცხადა ირმა ამბარდნიშვილმა საკრებულოს კომისიის სხდომაზე.
ქარხნის მშენებლობასთან დაკავშირებით, ირმა ამბარდნიშვილს უპასუხეს, რომ მსგავსი საშიშროება მოსახლეობას არ შეექმნება.
“როდესაც ქარხანა აშენდება, ფილტრებს დააყენებენ და ატმოსფეროში მავნე ნივთიერები არ გაიფრქვევა,” – უპასუხეს მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა.
qartli.ge წერდა, რომ სუხიშვილის ქუჩაზე სახელმწიფომ შენობა გაყიდა. კერძოდ, კომპანია “ეკო ჯორჯიას” მიწა ერთ ლარად გადასცეს. კომპანია “ეკო ჯორჯიას” წილების 66%-ის მოფლობელები რუსეთის მოქალაქეები არიან. რესგიტრაციის მიხედვით, მოსკოვში ცხოვრობენ. დანარჩენი 34% კი, – საქართველოს მოქალაქეებს ეკუთვნის. “ეკო ჯორჯია” დაფუძნდა 2019 წლის 29 მაისს.