ადიგენის მერია ახალ ავტომობილს ყიდულობს

969

ადიგენის მერიამ შავი ფერის, მაღალი გამავლობის მანქანის შესაძენად, ტენდერი 78 500 ლარზე გამოაცხადა. ვინ ისარგებლებს ახალი ავტომობილით, ამ ეტაპზე უცნობია. “სამხრეთის კარიბჭე” ადიგენის მერიიდან პასუხს მესამე დღეა ელოდება. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს. 

ავტომობილი არანაკლებ 2017 წელს უნდა იყოს გამოშვებული.

“ვინ ისარგებლებს ახალი მანქანით ხვალ, ოთხ მარტს გიპასუხებთ”, – გვითხრეს მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

თვითმმართველობამ მანქანის შესაძენად ტენდერი 28 თებერვალს გამოაცხადა, წინადადებების მიღება ცხრა მარტს დასრულდება.