თბილისის მერიამ 5 ყვითელი ავტობუსი ოზურგეთის მუნიციპალიტეტს გადასცა

1294

შემდეგი სტატია

თბილისის მერიამ ოზურგეთის მუნიციპალიტეტს საჩუქრად 5 ავტობუსი გადასცა, მათგან 4 სოფლების მიმართულებით ივლის და მოსახლეობას ფასდაკლებით მოემსახურება. ამის შესახებ “გურიის მოამბეს” ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში აცნობეს.

მერიის წარმომადგენლის თქმით, ნაჩუქარი ავტობუსები ტექდათვალიერების გავლის შემდეგ ოზურგეთში პარასკევს ჩამოიყვანეს:

“4 ავტობუსი გადავა მუნიციპალური ტრანსპორტის საკუთრებაში და პირველი ვაკიჯვრის, მეორე შემოქმედის, მესამე ნატანების, ხოლო მეოთხე აჭის მიმართულებით ივლის, რაც შეეხება მეხუთეს, ის გურიის ტურისტული პოტენციალის რეკლამირებასა და განვითარებას მოხმარდება”- გვითხრეს მერიაში.