გორში 3 და 8 მარტს დაგეგმილი ღონისძიებები აღარ გაიმართება, – აცხადებენ გორის მუნიციპალიტეტის მერიაში.
მერიამ ეს გადაწყვეტილება ქვეყანაში ვირუსული ინფექციის გავრცელების საფრთხის გამო მიიღო.
ამავე მიზეზით, სასწავლო პროცესი შეჩერდა სკოლებში, უნივერსიტეტებსა და სააღმზრდელო დაწესებულებებში.
ინფორმაციისთვის, დღეს გორის სამხედრო ჰოსპიტალი საკარანტინო სივრცედ გადაკეთდა.