გურჯაანში განახლებული აგრარული ბაზარი ოფიციალურად გაიხსნა. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.
ბაზრის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბაზარს ბეტონის იატაკი აქვს, რაც კვირაში რამდენჯერმე გადარეცხვის საშუალებას იძლევა.
მათივე თქმით, ქალაქ გურჯაანის აგრარული ბაზარი თანამედროვე სტანდარტებს აკმაყოფილებს. ის მოვაჭრეები კი რომლებიც აქამდე ბაზრის გარეთ ყიდიდნენ პროდუქტს, განახლებულ ბაზარში გააგრძელებენ საქმიანობას.
სამოცდაათწლიანი ისტორიის მქონე გურჯაანის აგრარულ ბაზარში გურჯაანის მოსახლეობას შესაძლებლობა ექნება ერთ ადგილას, კომფორტულ გარემოში, სტანდარტების შესაბამის პირობებში შეიძინონ სოფლის მეურნეობის პროდუქცია, ბოსტნეული, ხილი, ბაღჩეული, ხორცი, თევზი, ყველი, რძის ნაწარმი.