გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტურიზმის ცენტრმა ჟენევიდან, საერთაშორისო ორგანიზაცია BID -სგან (business initiative direction) მიწვევა მიიღო. ტურიზმის ცენტრის ადმინისტრაციას ხარისხის ჯილდოს – ვარსკვლავს გადასცემენ.
ვარსკვლავის მფლობელები არიან ის ორგანიზაციები, კომპანიები თუ ინსტიტუტები, რომლებიც განვითარების გზაზე მნიშვნელოვან წარმატებას აღწევენ და ამ განვითარებას მუდმივად აგრძელებენ.
დღევანდელი ამბის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ტურიზმის ცენტრის დირექტორი რობერტ მაღლაკელიძე ესაუბრა. მისი თქმით, ფაქტი მნიშვნელოვანია არა მარტო რეგიონისთვის, არამედ საქართველოს ტურიზმის სფეროსთვის.