გორის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტი 62 მლნ ლარით განისაზღვრა, თუმცა როგორც გორის მერი ამბობს ბოლო წლების ტედენციიდან გამომდინარე ეს მაჩვენებელი 70 მლნ ლარამდე გაიზრდება. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
კონსტანტინე თავზარაშვილის ინფორმაციით, აღნიშნული თანხის დიდი ნაწილი მუნიციპალიტეტში დაგეგმილ ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას მოხმარდება.
“ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს 12 მილიონ ლარამდე ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტები.
თითქმის დასრულებულია 9 მილიონ ლარამდე ღირებულების სამუშაოების შესყიდვის მიზნით გამოცხადებული ტენდერები, მალე გაფორმდება ხელშეკრულებები და დაიწყება სამუშაოები.
პარალელურად ვემზადებით 8 მილიონ ლარამდე ღირებულების პროექტებით გათვალისწინებული სამუშაოების შესყიდვის მიზნით ტენდერების გამოსაცხადებლად“, – აცხადებს გორის მერი.