სენაკის მუნიციპალიტეტის მერია სატელევიზიო მომსახურებას შეისყიდის. კერძოდ, საუბარი შეეხება ოფიციალური განცხადების და ანონსების განთავსებას ვიდეო და ხმოვანი ფორმატებით, რასაც ჯამში, მთელი წლის განმავლობაში 60 წუთი დაეთმობა. ასევე, იგეგმება ვიდეო რგოლების მომზადება, რისთვისაც სულ ერთი საათია გათვალისწინებული. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცლებს.
გარდა ამისა, სატენდერო პირობებით განსაზღვრულია საეთერო დროის დათმობა მერიის საქმიანობის შესახებ საზოგადოებისთვის ინფორმაციას მისაწოდებლად. მოთხოვნის შესაბამისად, უნდა მომზადდეს სიუჟეტები, ინტერვიუები. ამ ყველაფრისთვის 227 წუთია გამოყოფილი.
შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 14 962 ლარია.
ტელეკომპანიის მაუწყებლობის დაფარვის ზონა, სადაც ინფორმაცია მერიის დაკვეთით განთავსდება, უნდა მოიცავდეს სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიას. ამასთან, ეს მედიასაშუალება უნდა იყოს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ ავტორიზებული და ჰქონდეს საერთო მაუწყებლობის უფლება.
დამკვეთის მიერ მიწოდებული, ან შემსრულებლის მიერ მომზადებული პროდუქტი ეთერში ისეთ დროს უნდა განთავსდეს, როცა მაყურებლები აქტიურად უყურებენ ტელეკომპანიის