თელავში სასმელი წყლის მიწოდების მოთხოვნით აქცია გაიმართა

668

თელავის მოსახლეობა სასმელი წყლის მიწოდებას ითხოვს და ადგილობრივ ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებს. მოსახლეობა აცხადებს, რომ განსაკუთრებით რთული ვითარება მრავალსართულიან დასახლებაშია, სადაც წყალი ორ დღეში ერთხელ, ნახევარი საათით მოდის და რეზერვუარების გასავსებადაც არასაკმარისია.

თელავის მერია წყალმომარაგების გრაფიკით მიწოდებას სასმელი წყლის სისტემის  ამორტიზებულობას უკავშირებს.

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, თელავის წყალმომარაგების სისტემების მოწესრიგების მიზნით მიმდინარეობს აქტიური სამუშაოები.

წყალმომარაგებაში შეზღუდვები უნალექო ამინდებმაც გამოიწვია. ჩვენ, ახლა დავიწყეთ სამუშაოები, რომლის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდება თელავში არსებულ წყალმომარაგების ძველ სისტემებს, აშენდება სამარაგო რეზერვუარები და სამი ახალი ჭაბურღილი. ასევე, რეაბილიტირდება არსებული ჭაბურღილები და რადიკალურად გამოასწორებს თელავში წყლის მიწოდების საკითხს“, – განაცხადა გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის უფროსმა გრიგოლ მანდარიამ.