რუსთავის მერიამ ახალი ბაღის ასაშენებლად ტენდერი გამოაცხადა

467

ბაღის მშენებლობისთვის სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის შესარჩევად რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიამ ტენდერი გამოაცხადა.

პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 1 569 673 ლარია.

ბაგა-ბაღი ქალაქ რუსთავში, სარაჯიშვილის ქუჩის #10-ის ტერიტორიაზე აშენდება.

ბაღი იქნება 2 სართულიანი და გამოირჩევა თავისი განსხვავებული დიზაინით.

ტენდერის პირობით ბაღი უზრუნველყოფილი იქნება გათბობით, ვენტილაციის სისტემით, წყალმომარაგებით და სახანძრო სიგნალიზაციით.

ეზოში მოეწყობა ბავშვებისთვის გასართობი სივრცე.

სამუშაოების შესრულებისთვის კომპანიას 210 კალენდარული დღე ექნება.