სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაგაში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია დაიწყო. პროექტის ღირებულება 389 770 ლარია. ინფორმაციას სპექტრი ავრცელებს.
896 მეტრის მანძილზე ორფენოვანი ასფალტის საფარის დაიგება. გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ასფალტი აქამდე არასდროს ყოფილა.
სიღნაღის მერიის ინფორმაციით, რეაბილიტაცია მაისისთვის დასრულდება.