წელს გურჯაანის მუნიციპალიტეტში სასაფლაოების მოვლა-პატრონობაზე დასუფთავების სამსახური იზრუნებს. ინფორმაციას გურჯაანის ტელევიზია ავრცელებს.
მერიამ 100 ათასი ლარი გამოყო. შეიქმნა 15 კაციანი ჯგუფი და ისინი სასაფლაოებს ბალახისგან და ეკალ-ბარდისგან გაასუფთავებენ. პირველი ეტაპი აღდგომის დღესასწაულამდე დასრულდება, თუმცა სასაფლაობის დასუფთავება წლის ბოლომდე გაგრძელდება.