გორის მერია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა დააჯარიმა

297

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა გორის მერიას სასაფლაოზე დაყრილი ნარჩენების გამო საჯარიმო ოქმები შეუდგინა, – ამის შესახებ ინფორმაცია ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტმა, ლექსო მერებაშვილმა გაავრცელა, წერს “რადიო მოზაიკა“.

საქმე ეხება სასაფლაოს ტერიტორიაზე დაყრილ სამშენებლო ნარჩებს, რომელიც, როგორც გორის მერიაში აცხადებენ, არ იციან ვინ დაყარა.

გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა გორის მერიას საჯარიმო ოქმები შეუდგინა.

“გორის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისმა სამსახურმა არ დაასუფთავა დანაგვიანებული ტერიტორია, რაც წარმოადგენს ნარჩენების მართვის კოდექსის 46 -ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებულ დარღვევას. ასევე მუნიციპალიტეტის მერიის სამსახურმა არ წარმოადგინა შესაბამისი დოკუმენტაცია/ინფორმაცია, რაც წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 84-ე მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ დარღვევას. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ შედგენილ იქნა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის შესახებ ოქმები, რომლებიც განსახილველად გაიგზავნა ქვემდებარე სასამართლოში”, – ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.