მუნიციპალიტეტებისათვის გამოყოფილი დაფინანსებიდან დარჩენილი ეკონომიებით სხვადასხვა პროექტი დაფინანსდება

767

მუნიციპალიტეტებისათვის საქართველოს მთავრობის განკარგულებების საფუძველზე გამოყოფილი დაფინანსებიდან დარჩენილი ეკონომიებით სხვადასხვა სამუშაო დაფინანსდება

მთავრობის გადაწყვეტილებით, გორის მუნიციპალიტეტში, ეკონომიის თანხა 351 833 ლარი ქუჩების მწვანე ზოლების და პარკების მოწესრიგებას, ასევე წყლის შადრევნების ტექნიკური წყლით მომარაგების სისტემის მოწყობას მოხმარდება

ვანის მუნიციპალიტეტში დასრულდება ცენტრალური სტადიონის სრული რეაბილიტაცია.  127 488 ლარით, პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია სპორტული მოედნის ირგვლივ სარბენი სექტორის განახლება, სადრენაჟე არხისა და ღამის დეკორატიული განათების მოწყობა.

ხობის მუნიციპალიტეტში დაზოგილი 90 676 ლარით პირველი მაისის ადმინისტრაციული ერთეულის საბავშვო ბაღის სახურავის რეაბილიტაცია დაფინანსდება. ამ ეტაპზე სამუშაოების საპროექტოსახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება მიმდინარეობს

54 662 ლარი მოხმარდება სენაკის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას. კერძოდ, ლეძაძამეს ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ კვაუთში, მთავარანგელოზის სახელობის ეკლესიასთან მისასვლელ გზაზე  რკინაბეტონის საფარი მოეწყობა.

საჩხერის მუნიციპალიტეტში ეკონომიის სახით დარჩენილი 35 545 ლარი სოფელ  ქორეთის  საბავშვო  ბაღის  ეზოს  კეთილმოწყობაზე დაიხარჯება, რის შედეგადაც სასწავლო პროცესი უსაფრთხო და მოწესრიგებულ გარემოში წარიმართება.

28 711 ლარით დაფინანსდება მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირში სტიქიის შედეგად დაზიანებული ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია. ეს გზა გასულ წელს ძლიერი წვიმების შედეგად დაზიანდა, გაჩნდა ორმოები და ნალექის დროს წარმოქმნილი ნიაღვარი  შეუძლებელს ხდის სოფელში  გადაადგილებას. ამის გამო გაძნელებულია როგორც სასწრაფოსამედიცინო, ასევე სახანძროსამაშველო დახმარების დროული გადაადგილება. პროექტის განხორციელებით არსებული პრობლემები მოგვარდება.