ტყიბულის მუნიციპალიტეტში მოსულმა უხვმა ნალექმა სოფელი მუხურა ტყიბულს ისევ მოწყვიტა. მუხურაში მცხოვრებლები მთავრობისგან ყურადღებასა და დახმარებას ითხოვენ. ამის შესახებ ქუთაისიპოსტი წერს.
ტყიბულის მერიაში აცხადებენ, რომ 13 თებერვალს გზაზე თოვლის საფარის გაიწმინდა, თუმცა წუხელ ღამემ მოსულმა უხვმა ნალექმა სოფელში პრობლემები ისევ შექმნა. მერიაში განმარტავენ, რომ გაწმენდით სამუშაოებს ძლიერი თოვის გამო, ჯერჯერობით, ვერ იწყებენ.
“დღის მეორე ნახევრიდან ველოდებით თოვის შეწყვეტას. მობილიზებული გვყავს თოვლწმენდი ტრაქტორები და მაშინვე დავიწყებთ გზის გაწმენდით სამუშაოებს. სოფლის შიდა საუბნო გზეზი იწმინდება ამჟამად”, – ამბობენ მერიაში.
მუნიციპლიტეტში, ასევე, განმარტავენ, რომ აღნიშნული სოფელი შემოვლითი გზითაც სარგებლობს და ტყიბულში მოხვედრა მსურველებს თერჯოლის გზით შეუძლიათ.
13 თებერვალს, მუხურა-ტყიბულის დამაკავშირებელ გზაზე თოვლის საფარის გამო მოძრაობა სრულად პარალიზებული იყო.