მაღალმთიან აჭარაში ისევ თოვს, საჯარო სკოლებში სწავლა კიდეე ერთი დღით გადაიდო

484

აჭარის მაღალმთიანეთში მთელი ღამე თოვდა. ქედის, შუახევისა და ხულოს საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესი აჭარის განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, კიდევ ერთი დღით გადაიდო.

აჭარის საგზაო დეპარტამენტის ინფორმაციით, გუშინ გვიან ღამემდე მიმდინარეობდა და დღეს დილიდან განახლდა გზების გაწმენდის სამუშაოები. უწყების ცნობით, პრაქტიკულად გაწმენდილი გზების ხელახლა გაწმენდა გახდა აუცილებელი, რადგან გასულ ღამეს თოვა კვლავ თოვდა.

ამ დროისთვის მაღალმთიანეთში მობილიზებული 64 ერთეული ტექნიკა. ავტოტრანსპორტის გადაადგილება შესაძლებელია ბათუმი-ხულოს ცენტრალურ გზაზე.

გუშინ საღამოს ელექტროენერგიის მიწოდება მცირე გამონაკლისის გარდა აღუდგა მთიან მუნიციპალიტეტებს, თუმცა დილიდან კვლავ შეფერხებები ფიქსირდება ცალკეულ სოფლებში.

სამივე მუნიციპალიტეტში მუშაობს საგანგებო შტაბი. თოვლის საფარი აჭარის მაღალმთიან სოფლებში 1,5 მეტრს აღწევს.