ბათუმში, ახალი ბულვარის ტერიტორიაზე ნაპირსამაგრი სამუშაოები უხარისხოდ ჩატარდა, – ამის შესახებ აჭარის უმაღლეს საბჭოში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა გია აბულაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც დეპუტატი განმარტავს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 100 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა, თუმცა პროექტი არ დასრულებულა.
გია აბულაძე საკითხით დაინტერესებისკენ აუდიტის სამსახურს მოუწოდებს.
“სახელმწიფო ბიუჯეტიდან 100 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა, თუმცა პროექტი არ დასრულებულა და რაც გაკეთდა არის უხარისხოდ შესრულებული. მივმართავთ აუდიტის სამსახურს, რათა დროულად მოხდეს შესწავლა აღნიშნული პროექტის, შეისწავლონ მისი ფინანსური და ტექნიკური მხარე”, – აღნიშნა გია აბულაძემ.