აუდიტი: წალკის მუნიციპალიტეტმა 2017-2018 წლებში ავტომანქანებზე 96.6 ტონა საწვავი დახარჯა

1252

წინა სტატია

სამორიგეო და განპიროვნებული ავტომანქანების გარდა, წალკის მუნიციპალიტეტი 2017 წელს საწვავს ყოველთვიურად გასცემდა საჯარო მოსამსახურეების მფლობელობაში არსებულ 11 ავტომანქანაზე, ხოლო 2018 წელს − 8 ავტომანქანაზე.

წალკის მუნიციპალიტეტმა 2017-2018 წლებში ავტომანქანებზე დახარჯა 202.3 ათასი ლარის ღირებულების 96.6 ტონა საწვავი. მათ შორის, საჯარო მოსამსახურეების პირად საკუთრებაში არსებულ სატრანსპორტო საშუალებებზე გაიცა 22.7 ტონა საწვავი (23.5%), – ამის შესახებ წალკის მუნიციპალიტეტის 2017-2018 წლების ბიუჯეტებით გათვალისწინებული პროგრამების შესაბამისობის აუდიტის ანგარიშშია ნათქვამი.

როგორც დოკუმენტში წერია, მთავრობის რეკომენდაციის გათვალისწინების შემთხვევაში, 2017-2018 წლებში, წალკის მუნიციპალიტეტისათვის, სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად, მიზანშეწონილი იქნებოდა 6 ერთეული სამორიგეო ავტომანქანა. მიუხედავად ამისა, მუნიციპალიტეტი სარგებლობდა ბალანსზე რიცხული 2 განპიროვნებული და 9 სამორიგეო ავტოსატრანსპორტო საშუალებით.

„სამორიგეო და განპიროვნებული ავტომანქანების გარდა, მუნიციპალიტეტი 2017 წელს საწვავს ყოველთვიურად გასცემდა საჯარო მოსამსახურეების მფლობელობაში არსებულ 11 ავტომანქანაზე, ხოლო 2018 წელს − 8 ავტომანქანაზე. წარმოდგენილი მონაცემების მიხედვით, 2017-2018 წლებში ავტომანქანებზე დაიხარჯა 202.3 ათასი ლარის ღირებულების 96.6 ტონა საწვავი. მათ შორის, საჯარო მოსამსახურეების პირად საკუთრებაში არსებულ სატრანსპორტო საშუალებებზე გაიცა 22.7 ტონა საწვავი (23.5%).

აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტს, თითოეული ავტოსატრანსპორტო საშუალების მიხედვით, საწვავის ზღვრული ოდენობა დადგენილი არ აქვს. პასუხისმგებელი პირის განმარტებით, საწვავის განაწილება ხდება სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე (სიტყვიერი დავალების საფუძველზე) ბარათებზე დარიცხვით სამსახურებრივ ან პირად ავტომანქანაზე,“- წერია დოკუმენტში.

აუდიტის ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2017-2018 წლებში მუნიციპალიტეტმა, ავტოსატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციისათვის, საწვავი შეიძინა გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, ხოლო ხარჯვა ხორციელდებოდა ნომრიანი ბარათების გამოყენებით. ასევე განპიროვნებული ავტომანქანებისათვის, მერიამ საწვავი შეიძინა კონსოლიდირებული ტენდერის საშუალებით, რომლის ხარჯვაც ხორციელდებოდა „აგაი“  სისტემის გამოყენებით.

აუდიტის ჯგუფმა შეისწავლა ცალკეულ საჯარო მოსამსახურეზე გამოყოფილი საწვავის ყოველდღიური ხარჯვის პროცესი. გამოვლინდა 250-ზე მეტი შემთხვევა, როცა საწვავი ჩასხმულია (7500 ლიტრზე მეტი) ისეთ ლოკაციებზე, სადაც დოკუმენტურად არ დასტურდება არც მივლინების და არც სხვა სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების ფაქტი, ხოლო 3000 ლიტრზე მეტი საწვავი გახარჯულია თანამშრომლის შვებულებაში ყოფნის დროს.

შესწავლისას ასევე გამოვლინდა ფაქტები, რაც არაავტორიზებულ მანქანებში საწვავის გამოყენებაზე მიანიშნებს, კერძოდ, ცალკეულ ავტომანქანაში დროის მცირე ინტერვალში, საწვავი ჩასხმულია რამდენჯერმე და მათი ჯამური მოცულობა ავტომანქანის საწვავის ავზის მოცულობას აღემატება, მაგალითად:

„მუნიციპალიტეტს თითოეული ავტოსატრანსპორტო საშუალების მიხედვით საწვავის ხარჯვის ზღვრული ოდენობა დადგენილი არ აქვს. აუდიტის ობიექტს არ გააჩნია რაციონალური მიდგომა მისი ფუნქციონირებისათვის საჭირო ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამოყენებასა და საწვავის ხარჯვასთან დაკავშირებით. საკითხის შესწავლისას გამოვლენილი გარემოებები და მათი სიხშირე ნათლად მიუთითებს იმაზე, რომ მუნიციპალიტეტს სათანადო კონტროლი არ აქვს დაწესებული საწვავის მიზნობრივ გამოყენებაზე. აუდიტის ჯგუფის მოსაზრებით, მუნიციპალიტეტმა ხარჯი გასწია საბიუჯეტო ასიგნებების ეკონომიური და რაციონალური ხარჯვის ვალდებულების დაცვის გარეშე,“- წერია აუდიტის დასკვნაში.