კვირის ბოლოს “ტორპედოს” ახალი მფლობელი ეყოლება

596

წინა სტატია

შემდეგი სტატია

იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, კვირის ბოლოს “ტორპედოს” ახალი მფლობელი ეყოლება და მას იტალიელი ინვესტორი, ფაბიო მანინი შეიძენს.

ინვესტორსა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს  შორის საბოლოო შეთანხმება 5 თებერვალს  შედგა. იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ინვესტორები  შეთავაზებულ პირობებზე თანხმობას აცხადებენ. ახლა კი მოლაპარაკებები ტექნიკურ საკითხებზე მიმდინარეობს, რომელიც კვირის ბოლომდე დასრულდება.

“შეხვედრაზე მხარეებმა იმ გარანტიებზეც ისაუბრეს, რომლითაც გუნდს უნდა ჰქონდეს სტაბილური დაფინანსება, ფეხბურთელების კონტრაქტები უნდა იყოს მყარი და არ უნდა დაირღვეს პირობები, რაც წინა შემთხვევაში ხდებოდა. მთავარი მიზანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება და “კრისტლაბეთ ეროვნულ ლიგაში” ღირსეული გამოსვლა იქნება”,-აცხადებენ სამხარეო ადმინისტრაციაში.