“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრები აჭარის უმაღლეს საბჭოს სხდომას ბოიკოტს უცხადებენ. როგორც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ელგუჯა ბაგრატიონმა განაცხადა, ისინი საარჩევნო სისტემაში ცვლილებას მოითხოვენ.
“დავით გაბაიძე ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთი შემადგენელი ჭანჭიკია. შეთანხმება იყო, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადავიდოდით. ამ ყველაფერმა პროცედურები გაიარა, ჩვენ ბოიკოტს ვუცხადებთ აჭარის უმაღლესი საბჭოს სხდომას, ვიდრე პროპორციული საარჩევნო სისტემა არ იქნება”,- განაცხადა ელგუჯა ბაგრატიონმა.
ბათუმის მერიასთან საპროტესტო აქცია გრძელდება, მოძრაობა “გაბედესა” და არასამთავრობო ორგანიზაცია ” ალტერნატივას” წევრებმა ბათუმის მერიის შენობაზე სტიკერები “მონა” მიამაგრეს.