ბორჯომში შენობას, სადაც კედლის ჩამონგრევისას 2 ადამიანი დაშავდა, რეაბილიტაცია ჩაუტარდება

959
ფოტო: სქრინი ტელეკომპანია ბორჯომის ვიდეოდან

ბორჯომის მოსწავლე–ახალგაზრდობის სახლის რეაბილიტაციისთვის 483 605 ლარი დაიხარჯება. სამუშაოებს შპს“ კომფორტი XXI“ შეასრულებს. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

ბორჯომის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობა რვა კომპანიამ მიიღო. შპს „კომფორტი XXI“–მა 414 014 ლარით გაიმარჯვა.

დოკუმენტების მიხედვით, კომპანია შენობას სრულ რეაბილიტაციას ჩაუტარებს, შეიცვლება იატაკი, ჭერი და კარფ-ანჯრები, გაკეთდება კიბეები და ლითონის მოაჯირები. ასევე უნდა შეიცვალოს სახურავი, მოწესრიგდება გათბობის სისტემა, ელექტროგაყვანილობა და შიდა და გარე კანალიზაცია.

კომპანიასთან ხელშეკრულება გუშინ, ოთხ თებერვალს გაფორმდა. სამუშაოები 120 დღეში უნდა დასრულდეს.

ბორჯომის მოსწავლე–ახალგაზრდობის სახლში, კედლის ჩამონგრევისას, დარაჯი და ერთ–ერთი თანამშრომლის შვილი, 2019 წლის ორ ოქტომბერს დაშავდნენ. 70 წლამდე კაცს ფეხი მოტყდა, 22 წლის გოგოს კი ხერხემალი დაუზიანდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სსკ–ს 124 მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.