სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ხაშურის მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო.
გომში, ხიდისყურში, ვაყაში და ქვემო აძვისში იმყოფებოდნენ ხაშურის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი გურასპაშვილი, მერიის ინფრასტრუქტურის განყოფილების ხელმძღვანელი გიორგი პაპიაშვილი და მერის წარმომადგენელი გომის ადმინისტრაციულ ერთეულში რეზო კაპანაძე.მუნიციპალიტეტის მერი ადგილზე გაეცნო მოსახლეობის საჭიროებებს და მათთან ერთად იმსჯელა პრობლემების მოგვარების შესაძლო გზებზე.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში საპროექტო პრიორიტეტები ასე გადანაწილდა: გომში სოფლის კრების გადაწყვეტილებით სკვერის მოწყობა გადაწყდა, ხიდისყურში სოფლის თავშეყრის ადგილის კეთილმოწყობა, ვაყასა და ქვემო აძვისში კი მოსახლეობის გადაწყვეტილებით პრიორიტეტად წყლის საკითხის მოგვარება დასახელდა.შერჩეული პროექტები დასამტკიცებლად ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარედგინება.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება.