მოძრაობა “შეცვალეს” წევრებმა პარლამენტის შენობასთან აქცია-პერფორმანსი გამართეს

463

წინა სტატია

შემდეგი სტატია

მოძრაობა „შეცვალეს” წევრებმა პარლამენტის შენობასთან აქცია-პერფორმანსი გამართეს. მოძრაობის წევრებმა პარლამენტის წინ აღმართულ ღობეზე რუსეთის კრემლის პლაკატი გააკრეს.

„შეცვალეს” წევრების განცხადებით, საქართველო დღეს რუსული მეთოდებით იმართება და სწორედ ამიტომ, მათი მიზანი იყო, რომ „ქართველი ხალხისთვის კიდევ ერთხელ „ქართული ოცნების” რუსული მმართველობა შეეხსენებინათ“.

„ჩვენ ყოველ დღე ვხედავთ, რომ ისინი ოპონენტებს ფიზიკურად უსწორდებიან. ქვეყანა დასავლური რელსებიდან რუსულ რელსებზე გადადის და თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ პუტინის სპეცოპერაცია „რუსული ოცნება” საქართველოში წარმატებით განხორციელდა”,-განაცხადა „შეცვალეს” ერთ-ერთმა წევრმა დიმიტრი ბიძინაშვილმა.