ახალგორის ე.წ საზღვარი 6 თებერვლიდან ჩაიკეტება

756

წინა სტატია

შემდეგი სტატია

ახალგორის გამგებლის ნუგზარ თინიკაშვილის თქმით, ახალგორის ე.წ. საზღვარი 6 თებერვლიდან ჩაიკეტება. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.

“ეს ეგრეთ წოდებული საზღვარი 6 თებრვლამდე იქნბა გახნილი, ამის შემდეგ, როგორც გვითხრეს 2 თვის ვადით ჩაიკეტება”, – განაცხადა ნუგზარ თინიკაშვილმა.

როგორც ცნობილია, ახალგორის გამშვები პუნქტი 24 იანვრის შემდეგ გაიხსნა და საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადაადგილების საშუალება ახალგორში მცხოვრებ იმ პენსიონერებს მიეცათ, ვინც პენსიას ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე იღებს.

ოსური საინფორმაციო სააგენტო “რესის” ცნობით, ცხინვალის КГБ ახალგორის მოსახლეობას საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ორ თვეში ერთხელ გადასვლის ნებას მისცემს.