ქუთაისის მერიის იურისტის ირაკლი გიორგაძის განმარტებით, “ტორპედოს” საკითხზე ინვესტორის პასუხი 3 თებერვლამდე გახდება ცნობილი. ინფორმაციას ნიუპრესი ავრცელებს.
“ტორპედოს საკითხზე ინვესტორთან მოლაპარაკება მიმდინარეობს, რაც დროსთან არის დაკავშირებული. ინვესტორი მზადაა გუნდის შესაძენად, თუმცა პროცესს გარკვეულწილად გუნდის დავალიანება აფერხებს, ყოფილ მფლობელს დავალიანება ან დრომდე არ დაუფარავს.საბოლოო პასუხი 3 თებერვლამდე გვეცოდიონაბა’-განაცხადა ირაკლი გიორგაძემ.
შეგახსენებთ, “ტორპედოს” ფანებმა დღეს მერიის წინ აქცია გამართეს და პროცესის გაჭიანურებაში მერია დაადანაშაულეს.
ქუთაისის „ტორპედო“ რამდენიმე თვეა ინვესტორის გარეშეა. ზაალ ჩაჩავამ, რომელმაც კლუბი 2017 წელს, აუქციონზე 300 000 ლარად შეიძინა, გუნდი ფინანსური კრიზისის გამო დატოვა.
ქუთაისის მერია კვლავ პოტენციურ ინვესტორთან მოლაპარაკებაზე საუბრობს.
“ტორპედოს” ადმინისტრაციაში ჯერ კიდევ ორი კვირის წინ მერიაზე დაყრდნობით აცხადებდნენ, რომ იტალიელ ინვესტორთან ფაბიო მანინთან შეთანხმება მიღწეული იყო და ხელშეკრულება რამდენიმე დღეში უნდა გაფორმებულიყო.