ქარელში საცურაო აუზის მშენებლობა იწყება

854

დღეს, ქარელის მერიამ გამოაცხადა ტენდერი საცურაო აუზის მშენებლობასთან დაკავშირებით, ტენდერი გამოაცხადა. სამუშაოების ღირებულება 5,6 მლნ ლარით განისაზღვრა.

პროექტი 2-ეტაპიანი, დაიწყება 2020 წელს და დასრულდება 2021 წელს.

ტერიტორია მდებარეობს ქარელში, ახალგაზრდობის ქუჩაზე. მასზე ამჟამად მოწყობილია კალათბურთის ფარები, ძველი, აგურით ნაშენი ს.წ.-ის შენობა და რ/ბ-ის კედლის ფრაგმენტი. ეს ყველაფერი სადემონტაჟოა, ტერიტორიას სამხრეთით და სამხრეთ-აღმოსავლეთით ჩამოუდის არხი, რომელიც უერთდება გზის მეორე ნაწილზე მდებარე სკრა-ქარელის არხს.

ობიექტის არქიტექტურულ გეგმარებითი გადაწყვეტა: კომპლექსი შესდგება ორი ძირითადი ბლოკისგან.

I ბლოკი: ვესტიბიული, რესეფცია-სალარო, ტუალეტები, მათ შორის შ.შ.მ. პირთათვის, დაცვის ოთახი, კაფე-ბარი, კიბე და პანდუსი შ.შ.მ. პირთათვის. I ბლოკი წარმოადგენს გამანაწილებელ სივრცეს, საიდანაც კიბით და პანდუსით ვხვდებით II და III ბლოკებში.

II ბლოკი: სატრენაჟორო დარბაზი, ადმინისტრაცია, მენეჯერი, ექიმების კაბინეტები, პერსონალის და მწვრთნელებისათვის განკუთვნილი ოთახები, სამეურნეო დანიშნულების ოთახი, სათავსოები, პერსონალისთვის განკუთვნილი ს.წ. და საშხაპე-გასახდელები.

III ბლოკი: აღნიშნული ბლოკში განთავსებულია ორი საცურაო აუზი. დიდი, ზომით 25.4X15. და პატარა 10X8. ვესტიბიულიდან კიბით ავდივართ. სწორედ ამ დონეზე არის განთავსებული: გასახდელები, საშხაპეები როგორც დიდებისთვის, ასევე პატარებისთვის, აგრეთვე მაყურებელთა ტრიბუნები 100 ადგილზე.