გურჯაანის რომელ სოფლებში გაკეთდება სკვერები ატრაქციონებით?

592

წელს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლებში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, სკვერები, რეკრეაციული ზონა და პატარებისთვის ატრაქციონები მოეწყობა. ამის შესახებ სიუჟეტი გურჯაანის ტელევიზიამ მოამზადა.

პირველად მოსახლეობას სოფელში გასართობი და დასასვენებელი ადგილი ექნება. გარდა ამისა სოფლების ნაწილში გაკეთდება გარე განათებაც. პრიორიტეტები სოფლის კრებებზე თავად მოსახლეობამ აირჩია.