ფლანგვის დეტექტორი: ბოლნისის სააახალწლო განათებებისთვის 55 000-აინი ტენდერი მერის სიძემ მოიგო

551

2018 წელს ყველა იმ ტენდერის დამკვეთი, რომელშიც შპს „დევეპლუსმა“ გაიმარჯვა, ბოლნისის მუნიციპალიტეტი იყო. შპს “დევეპლიუსის” თანამფლობელი და დირექტორი დავით ხმელიძე ბოლნისის მერის, დავით შერაზადიშვილის სიძეა. შპს „დევეპლუსს“ არსებობის მანძილზე 28 ტენდერი აქვს მოგებული და აქედან 22 ბოლნისის მერის, დავით შერეზადიშვილის დაწინაურების შემდეგ, – ამის შესახებ ინფორმაციას ა/ო  “მმართველობის მონიტორინგის ცენტრის” მედიაპროექტი “ფლანგვის დეტექტორი” ავრცელებს.

“ფლანგვის დეტექტორის”მიერ მოძიებული ინფორმაციის მიხედვით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის გარე განათების მომსახურების ტენდერებს, წლების განმავლობაში, ბოლნისის მერის სიძის კომპანია, შპს “დევეპლიუსი” იგებს.

ბოლო შესყიდვა გასული წლის დეკემბერში მოხდა (ტენდერის ნომერი: NAT190022278) და მისმა ღირებულებამ 54,870 ლარი შეადგინა. თავდაპირველად ბოლნისის მუნიციპალიტეტს ამ სერვისისთვის 46,500 ლარი ჰქონდა გათვალისწინებული, თუმცა თანხა შემდეგში გაიზარდა. შესყიდვა ელექტრონული ტენდერის სახით განხორციელდა და შპს „დევეპლიუსის“ გარდა სხვა კომპანიას მონაწილეობა არ მიუღია.

ბოლნისის მუნიციპალიტეტსა და შპს “დევეპლიუსის” ურთიერთობა წლების წინ დაიწყო და შერეზადიშვილის კარიერულ წინსვლის პარალელურად განვითარდა.

ბოლნისის მერი დავით შერაზადიშვილი 2014 წლიდან გამგებლის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებდა. 2017 წელს იგი გამგებლის თანამდებობაზე აირჩიეს. მისი სიძე დავით ხმელიძე შპს “დევეპლიუსის” 50%-იანი წილის მფლობელი და დირექტორია.

ყველა ტენდერი, რომელშიც „დევეპლიუსმა“ 2018 წელს გაიმარჯვა, ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაკვეთილია. კომპანიას ჯამში 28 ტენდერი აქვს მოგებული. აქედან, 22 ტენდერი მას შემდეგ, რაც შერაზადიშვილი ბოლნისის გამგებლის მოადგილედ და შემდეგ გამგებლად დაინიშნა. 25-დან 18 ტენდერში შპს „დევეპლიუსმა“ უკონკურენტო გარემოში გაიმარჯვა.

2016 წლიდან 2018 წლამდე, ბოლნისის მერიისგან მერის სიძის კომპანიამ გარე განათებისთვის 1,004,000 ლარის სარგებელი მიიღო. მომსახურება, რომელშიც 2015 წელს ბოლნისის მერიამ 220,000 ლარი გადაიხადა 2016 წელს 303,200 ლარი დაჯდა (83,200-ით მეტი), 2017 წელს – შერაზადიშვილის დაწინაურების შემდეგ – 360 600 ლარი (140 600-ით მეტი), 2018 წელს კი 340 200 ლარი (120 200-ით მეტი).

“ფლანგვის დეტექტორი” წერს, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ აუდიტის სამსახურს ვერ დაუსაბუთა ხარჯების გაზრდის მიზეზი. ამ საქმის შესახებ ფლანგვის დეტექტორი ადრეც წერდა და შეგიძლიათ უფრო დეტალურად ამ ბმულზე იხილოთ: https://bit.ly/2RRPls9

გარდა ამისა, დავით შერაზადიშვილი თანხების არამიზნობრივ განკარგვაში სხვა დროსაც არის შემჩნეული, რაზეც ასევე შეგიძლიათ ფლანგვის დეტექტორის ერთ-ერთი კვლევა ნახოთ: https://bit.ly/36wrjbv

https://www.facebook.com/squandertedetector/photos/a.1887513711524070/2558597891082312/?type=3&theater