არასამთავრობო ორგანიზაციებმა განცხადება გაავრცელეს და “ქართულ ოცნებას” მოუწოდეს, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გასასავლელად პარლამენტს კიდევ ერთხელ მიმართოს საკონსტიტიციო ცვლილებების ინიციატივით. არასამთავრობოების მიერ გავრცელებულ განხადებას Droa.ge უცვლელად გთავაზობთ.
“ბოლო პერიოდის განმავლობაში საქართველოში დემოკრატიული განვითარების მხრივ უკან გადადგმული ნაბიჯები საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლებისგან უპრეცედენტო ყურადღების ქვეშ მოექცა. დაპირებული პროპორციული საარჩევნო რეფორმის ჩაგდება, უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტების პროცესი, შექმნილი პოლიტიკური კრიზისი და საქართველოს მთავრობის პოლიტიკა ქვეყნის პარტნიორების მხრიდან მწვავე კრიტიკის საგანი გახდა. ამის დასტურია ევროპარლამენტის ტრიბუნიდან გაკეთებული კრიტიკული განცხადებები და საქართველოს პრემიერ მინისტრის სახელზე ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატისა და სენატის წევრების მიერ გამოგზავნილი რამდენიმე მწვავე წერილი.
ამავდროულად, რამდენიმე საერთაშორისო რეიტინგში საქართველოს მაჩვენებელი გაუარესდა. ქვეყნის შიგნით ურთიერთობა პოლიტიკურ მოთამაშეებს შორის უკიდურესად დაძაბულია და მზარდია პოლარიზაცია საზოგადოებაში, რასაც უარყოფითი გავლენა ექნება საპარლამენტო არჩევნების წინაასარჩევნო გარემოსა და არჩევნების დღეზე. ასეთ ვითარებაში, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოს მთავრობამ და მმართველმა პარტიამ გადადგას ქმედითი ნაბიჯები ვითარების განსამუხტად და საერთაშორისო პარტნიორების წინაშე ქვეყნის რეპუტაციის აღსადგენად.
ამ სიტუაციაში გამოსავალი საზოგადოებისთვის მიცემული პირობის შესრულება და პროპორციულ სააარჩევნო სისტემაზე გადასვლა იქნება. ეს ნაბიჯი ქართული და საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან აღიქმება, როგორც მმართველი პარტიის მზაობა უზრუნველყოს ქვეყნის დემოკრატიული განვითარება. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ სამართლიანი და თანასწორი საარჩევნო გარემოს შექმნა განამტკიცებს არჩევნების ლეგიტიმურობას, აღადგენს დასავლელი პარტნიორების ნდობას და მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ქვეყნის რეპუტაციას. საარჩევნო სისტემის ცვლილება პოლიტიკურ პარტიებს შესაძლებლობას მისცემს წინასაარჩევნო მზადების რეჟიმში გადავიდნენ, შეამცირებს პოლარიზაციის ხარისხს, შექმნის პოლიტიკური პროცესის დასტაბილურების წინაპირობას.
ამრიგად, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ “ქართულ ოცნებას” გაიაზროს პასუხისმგებლობა ქვეყნის დემოკრატიული განვითარებაზე და პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე დაუყოვნებლივ გადასვლის მიზნით, კიდევ ერთხელ მიმართოს პარლამენტს შესაბამისი კონსტიტუციური ცვლილებების ინიციატივით”, – ჰათქვამია განცხადებაში.
არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც განცხადებას ავრცელებენ:
სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო (TI)
ღია საზოგადოების ფონდი (OSGF)
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)
სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი (ICCC)
ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRIDC)
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი(DRI)
საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირი
სტრატეგიული კვლევების რეგიონული ცენტრი
საფარი
ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC)
საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)
მწვანე ალტერნატივა
ლიბერალური აკადემია თბილისი
საქართველოს მედია-კლუბი
საქართველოს ფერმერთა ასოციაცია (GFA)
ადამიანის უფლებათა და სოციალური სამართლიანობის დაცვის ცენტრი
რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი (AB)
ჟურნალისტიკის რესურს ცენტრი (JRC)
რეგიონის განვითარების ცენტრი
https://www.facebook.com/tvpirveli/videos/122580952349995/