“სოფლის მხარდამჭერი პროგრამით”, ზესტაფონის მუნიციპალიტეტმა, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, 822 000 ლარი მიიღო.
ზესტაფონის მერიის ცნობით, მოსახლეობის საერთო კრებები, სადაც ადგილობრივები თავად ირჩევენ პრიორიტეტულ პროექტებს, მუნიციპალიტეტში 16 იანვრიდან დაიწყო.
შეხვედრებს ზესტაფონის მერი, გიორგი გოგლიჩიძე, მაჟორიტარი დეპუტატი, შალვა კიკნაველიძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნეენ.
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამით, 2019 წელს ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 192 პროექტი განხორციელდა. მოსახლეობის მოთხოვნის შესაბამისად, მათ დასახლებებში მცირე ზომის წყალსადენი სისტემების მოწყობა – რეაბილიტაცია, სანიაღვრე არხების მოწესრიგება, შიდა საუბნო გზების კეთილმოწყობა და სხვადასხვა მცირე ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის მასალების შესყიდვა მოხდა. მიმდინარე პროექტების შერჩევის პროცესი იანვრის ბოლომდე დასრულდება“, – ნათქვამია ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
“სოფლის მხარდაჭერის პროგრამა” საქართველოში 2009 წლიდან ხორციელდება.