ქუთაისის მერიამ საერთო საცხოვრისის მოწყობად საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მიზნით 25 000 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით ირკვევა, რომ ახალი საერთო საცხოვრებელი ავანგარდის დასახლებაში, გუგუნავას N12-ში, უნდა მოეწყოს.
ტენდერი მიმდინარე წლის 24 იანვარს გამოცხადდა და წინადადებების მიღება 11 თებერვალს დასრულდება.