,,დაპირებები არ შეასრულეთ” – სოფელ ქერეს მოსახლეობა ხელისუფლების წარმომადგენლებს დაუპირისპირდა

654

წინა სტატია

სტატიის გაგრძელება

დაძაბული შეხვედრა წარიმართა ადგილობრივ ხელისუფლების წარმომადგენლებსა და ქერეს მოსახლეობას შორის. პოლიციის საგუშაგოსთან შეკრებილ ადამიანებს შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულისა და გორის მერის მოადგილეები შეხვდნენ. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერს. 

მოსახლეობის თქმით, მთავრობამ ქერეს მოსახლეობას დაპირებები არ შეუსრულა, ამიტომ, ისინი 2020 წლის საარჩევნოდ, ბოიკოტის გამოცხადებით იმუქრებიან. ხვალიდან კი, ბავშვებს სკოლაში არ გაუშვებენ

საოკუპაციო ხაზთან მდებარე გორის სოფელ ქერეს მოსახლეობა აქციას მართავს. ისინი სოფლის შესასვლელში, პოლიციის საგუშაგოს წინ შეიკრიბნენ.

მოსახლეობის განმარტებით, იმის გამო, რომ სოფელში ჟურნალისტებს არ უშვებენ, გადაწყვიტეს ამ ფორმით გადაწყვიტეს აქციის გამართვა:

“სოფელში არ გვაქვს გზა, წყალი, არ არის საბავშვო ბაღი, ელემენტარული პირობები. არ მოგვანიჭეს მთის სტატუსი. მიტოვებულები ვართ მთავრობის მიერ,” – აცხადებენ ადგილობრივები.

ქერელები მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მინიჭებას, საგზაო და წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, ასევე სკოლისა და საბავშვო ბაღის აღდგენას მოითხოვენ. აქციის მონაწილეთა განცხადებით, მთავრობამ ადრე გაცემული დაპირებები არ შეუსრულა, ამიტომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ბოიკოტის გამოცხადებას აპირებენ.