ცესკოს ვებგვერდი მცირემხედველი პირებისთვის ხელმისაწვდომი გახდა

628

ცესკოს ვებგვერდი უკვე მცირემხედველი პირებისთვისაც ხელმისაწვდომია. ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს.

უწყების ცნობით, დამატებითი ფუნქციების ინტეგრირებით, ვებგვერდი მცირემხედველი მომხმარებლების საჭიროებებზეა მორგებული.  გათვალისწინებულია შემდეგი საკითხები: ფონი – მუქი შავი ფერის; შრიფტის ფერი – მწვანე, ყვითელი, თეთრი; შრიფტის ზომა – განუსაზღვრელი. შესაბამისად, მცირემხედველ პირებს შეუძლიათ, აირჩიონ მათთვის სასურველი შრიფტი, შრიფტის ზომა და ფონი.

ვებგვერდი, ასევე, სრულად არის ადაპტირებული უსინათლო პირებისთვის.