სვანეთის ეთნოგრაფიულ მუზეუმში დაცული ექსპონატების კატალოგს გამოსცემენ. მესტიის მერიის მიერ გამოცხადებული სატენდერო პირობების მიხედვით, კატალოგი ქართულ და ინგლისურ ენებზე, 500-500 ცალი ოდენობით დაიბეჭდება. ამის შესახებ ლაივპრესი წერს.
შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 38 ათას 200 ლარია.
მომსახურების გაწევა 2020 წლის 15 მარტამდე უნდა განხორციელდეს.