დამატებით 4 მარშრუტზე ხვალიდან ახალი ავტობუსები იმოძრავებენ

1268

“ისუზუს“ მარკის 8-მეტრიანი ავტობუსები ხვალიდან ეტაპობრივად 8 მარშრუტზე განაწილდებიან.

23 იანვრიდან ახალი ავტობუსები შემდეგ სამარშრუტო ხაზზე იმოძრავებენ: N17 – გადასასვლელი ხიდი – მუხიანის მე-4 მიკრო რაიონი;  N27 – სადგურის მოედანი – ვაშლიჯვრის დასახლება; „ღრმაღელე“;  N62 – სადგურის მოედანი – ზღვის უბნის დასახლება;  N73 – მეტროსადგური „ახმეტელის თეატრი“ – გლდანულა;

27 იანვრიდან კი, ახალი ავტობუსები შემდეგ მარშრუტებს დაემატება:  N40 – ვარკეთილის მეურნეობა – ისანი;  N45 – მეტროსადგური „ახმეტელის თეატრი“ – სოფელი გლდანი; N60 – გადასასვლელი ხიდი – მეტროსადგური „ღრმაღელე“; N99 – მეტროსადგური „დელისი“ – ნუცუბიძის მე-4 მიკრორაიონი.

ავტობუსების 40 ახალი შემადგენლობა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ საზოგადოებას 21 იანვარს წარუდგინა.

“მუნიციპალური  ავტოპარკის განახლების პროექტის ფარგლებში,  თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ 2019 წელს 220 ერთეული ISUZU-სა და 90 ერთეული MAN-ის მარკის ავტობუსები შეისყიდა. მუნიციპალური ავტოპარკის განახლება წელსაც აქტიურად გაგრძელდება და სრულად ჩანაცვლდება  ბოგდანის მარკის ძველი ავტობუსები”, – აცხადებენ მერიაში.