ვარკეთილში, „ანას ბაღთან“ მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით მოსახლეობამ ხელმოწერების შეგროვება დაიწყო

894

წინა სტატია

შემდეგი სტატია

ვარკეთილში, “ანას ბაღთან” საპროტესტო აქცია არ წყდება. კვირას აქციის მონაწილეებმა კარავიც გაშალეს. ისინი კორპუსის ადგილმონაცვლეობისა და მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით პეტიციის შედგენას გეგმავენ, რომლითაც თბილისის საკრებულოს მიმართავენ.

,,ჩვენ ვაპროტესტებთ ჩვენი ეზოს გასხვისებას, რომელიც “ანას ბაღის” განუყოფელი ნაწილია. ადგილზე ჩავდგით კარავი და ვიწყებთ პეტიციების მოგროვებას, რომელსაც შევიტანთ თბილისის საკრებულოში. გვჭირდება 10 000 ხელმოწერა, რათა მათ სავალდებულო წესით განიხილონ ჩვენი პრობლემა და დაგვიბრუნონ ჩვენი ეზო”, – განაცხადა ლევან ქართველიშვილმა.

შეგახსენებთ, ანას ბაღში მოსახლეობა მშენებლობას უკვე რამდენიმე კვირაა აპროტესტებს.

ადგილობრივების მოთხოვნაა, ვარკეთილში, ზემო პლატოს 21-ე და 22-ე კორპუსების მიმდებარედ არ აშენდეს 10- სართულიანი კორპუსი და ისევ გამწვანება დარჩეს.

10 იანვარს, აქციაზე დაპირისპირება მოხდა, რის შემდეგაც რამდენიმე ადამიანი დააკავეს, 166-ე, წვრილმანი ხულიგნობის მუხლით და დააჯარიმეს.

თბილისის ვიცემერი კი აცხადებს, რომ “ანას ბაღს არავინ ეხება, ეს სრული სიცრუეა”.