ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში გარეგანათებების დაზიანების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

665

წინა სტატია

ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში გარეგანათების დაზიანების ფაქტზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა.

„სანათების დაზიანებაზე დაკავებულია პირი. დაწყეულია გამოძიება 187-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომელიც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს“, – უთხრეს „ლაივპრესს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის ხელმძღვანელ ზვიად ქარჩავას თქმით, წუხელ პოლიცის თანამშრომელმა შენიშნა, რომ ახალგაზრდა მამაკაცი გარე განათების დაბალ ბოძებს აზიანებდა. დაზიანებულია 7 ბოძი.

როგორც ზვიად ქარჩავა ამბობს, საქართველოში მსგავსი სანათები არ იშოვება. ისინი უცოხეთიდან გამოიწერეს.

6 იანვარს ზუგდიდის განახლებულ ბოტანიკურ ბაღში, ნავის ერთი ნიჩაბი და სკამი დააზიანეს.

განახლებულმა ზუგდიდის ბოტანიკურმა ბაღმა პირველი დამთვალიერებლები 29 დეკემბერს მიიღო. პირველ თებერვლამდე ბაღში შესვლა უფასო იქნება.