გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლებში კრებები დაიწყო. კახიფარში, ვაჩნაძიანსა და შაშიანში მოსახლეობამ პრიორიტეტები შეარჩია, თუ რას გააკეთებენ სოფლის მხარდაჭერის პროგრამით. ამის შესახებ ინფორმაციას გურჯაანის ტელევიზია ავრცელებს.
მოსახლეობის გადაწყვეტილებით, კახიფარსა და ვაჩნაძიანში დასასვენებელი სკვერები მოეწყობა საბავშვო ატრაქციონებით. შაშიანში კი სკვერი რეაბილიტირდება და გარეგანათება გაკეთდება.
თითოეულ სოფელზე, სოფლის მხარდაჭერის პროგრამით, 20 000 ლარი დაიხარჯება.