10-მდე უკანო ობიექტი ბათუმის სანაპიროზე, რომელთა მშენებლობა ბათუმის მერიამ ვერ შეამჩნია. გაიცა დემონტაჟის ნებართვა, რასაც მეპატრონეები ასაჩივრებენ. მათთვის გაუგებარია შენობები, რომლებსაც წლების განმავლობაში ფლობენ, ახლა რატომ გახდა უკანონო საკუთრება. რატომ მიიჩნევს ფაქტს ოპოზიცია საეჭვოდ? და რას ამბობენ ბათუმის მერიაში? თემაზე სიუჟეტი ტვ25-მა მოამზადა.
კვების ეს ობიექტები, ზღვის განაპირად, ბათუმის შემოსასვლელში წლებია ფუნქციონირებს. მეწარმეები, ირწმუნებიან, რომ ტერიტორია, რომელიც ნაგავსაყრელს გავდა, ქალაქში, ერთ-ერთ ყველაზე ვიზიტირებად ადგილად აქციეს. რესტორნების მეპატრონეების თქმით, მათთან ერთად, მუდმივად დასაქმებული 150-მდე ადამიანი შესაძლოა შემოსავლის გარეშე დარჩეს.
ბათუმის მერიამ ტერიტორიაზე არსებული ათამდე ობიექტის დემონტაჟის მოთხოვნით აღსრულების ეროვნულ ბიუროს, უკვე, მიმართა. მეპატრონეებისთვის გაუგებარია შენობები, რომლებსაც წლების განმავლობაში ფლობენ, ახლა რატომ გახდა უკანონო საკუთრება.
ოპოზიციისთვის საეჭვოა, ქალაქში არსებული უკანონო მშენებლობების ფონზე, რატომ დაინტერესდა ბათუმის მერია, მაინცდამაინც ტურისტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ადგილით. „ნაციონალურ მოძრაობაში“ ფიქრობენ, რომ უწყებას, შესაძლოა, ტერიტორიის გამოთავისუფლებას ინტერესი ჰქონდეს.
ბათუმის მერიაში კი ამბობენ, რომ ნაგებობებზე მიშენება-დამატების კუთხით, კანონში გარკვეული ცვლილებები შევიდა. უწყების ინფორმაციით, აქედან გამომდინარე, ზედამხედველობის სამსახურმა უკანონო მშენებლობის კუთხით, ფართო მასშტაბით დაიწყო მუშაობა.
შენობების მეპატრონეებმა, რომელელთა დემონტაჟის მოთხოვნაც აღსრულების ეროვნულ ბიუროს გადაეცა, სასამართლოს აღსრულების შეჩერების მოთხოვნით მიმართეს. როდისაა ჩანიშნული განხილვა, უცნობია.