ქუთაისში გრიშაშვილის ქუჩას რეკონსტრუქცია ჩაუტარდება

1263

ქუთაისის მერია გრიშაშვილის ქუჩაზე გზის რეკონსტრუქციას გეგმავს. პროექტის მიხედვით სამუშაოებს 944 481 ლარი მოხმარდება. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს.

პროიექტის ფარგლებში ქუჩაზე გზის ახალი საფარის დაგება და ტროტუარების მოწესრიგდება. ასევე, ქუჩაზე გათვალისწინებული იქნება საპარკინგე ადგილები, მათ შორის, შშმ პირებისთვის.

სამუშაოები შემსრულებელ კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმებიდან სამი თვის ვადაში უნდა დასრულდეს.

ცნობისთვის, მიმდინარე წელს ქუთაისის მერია კიდევ რამდენიმე ქუჩის რეკონსტრუქციას გეგმავს. მათ შორის არის წერეთლის, ჯიბლძისა და ხახანაშვილის ქუჩები.