2020 წელს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ნადარბაზევში სასმელი წყლის სისტემა მოეწყობა. გორის მერიის ცნობით, შესაბამისი პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების შესყიდვის მიზნით გორის მერიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა.
“სოფლისთვის ყველაზე დიდ პრობლემას დღემდე სასმელი წყალი წარმოადგენს. ადგილობრივები მას 7 კილომეტრიდან ეზიდებიან. პროექტი ითვალისწინებს ინდივიდუალური წყლის მრიცხველების დამონტაჟებას, ჭაბურღილის, სადაწნევო კოშკისა და შიდა გამანაწილებელი ქსელის მოწყობას. სამუშაოების დასრულების შემდეგ სოფელში მცხოვრები 120 ოჯახი შეუფერხებლად მიიღებს სასმელ წყალს. პროექტის სატენდერო ღირებულება 457 090 ლარია, წინადადებების მიღება 25 – დან და 30 იანვრამდე გაგრძელდება”, – ნათქვამია განცხადებაში.