ქუთაისში მოსახლეობის საბინაო პრობლემების გადასაჭრელად 2 მილიონ 300 ათასი ლარი დაიხარჯება

519

ქუთაისის მერიის საბინაო სამსახურის ბიუჯეტი წელს მილიონ 590 ათასი ლარით განისაზღვრა.  ამ თანხას რეგიონული განვითარების ფონდიდან 700 ათასი ლარი ემატება. ამის შესახებ ნიუპრესი წერს. 

საბინაო სამსახურის მართვისა და განვითარების სამსახურის უფროსის ჯონი არაბიძის ინფორმაციით, განსახორციელებელი პროექტები მოსახლეობის მოთხოვნების მიხედვით დაიგეგმა.

ჯონი არაბიძის თქმით, პრიორიტეტებად კვლავინდებურად რჩება სოციალურად დაუცველებისათვის საცხოვრებელი სახლების გადახურვის პროგრამა, სადარბაზოების კეთილმოწყობა, მუნიციპალიტეტებში სპორტულ გამაჯანსაღებელი ობიექტების მოწყობა.

“პრიორიტეტებად  შერჩეულია ის საკითხები, რაც მოსახლეობას აწუხებს. სოციალურად დაუცველი მოქალაქეების სახლების გადახურვის პროგრამა, დიდი მოთხოვნით სარგებლობს და ძალიან  მადლიანი პროგრამაა, გვაქვს ასევე სარდაფებში არსებული საკანალიზაციო ქსელის მოწესრიგების პროგრამა, პარაპეტებისა და წვიმსადენი მილების მოწესრიგების პროგრამა”, – განაცხადა ჯონი არაბიძემ.

მისი თქმით, რეგიონული განვითარების ფონდიდან 116 სადარბაზოს კეთილმოწყობა იგეგმება, რისთვისაც 700 ათასი ლარი დაიხარჯება.

არაბიძის თქმით, გამოცხარებული ტენდერების ნაწილი უკვე შედგა. შერრჩეულ სადარბაზოებში სამუშაოები თებერვლიდან დაიწყება.