ნარმანია: მეტი ჰესი უნდა აშენდეს და მოსახლეობის წინააღმდეგობის გამო შეფერხებული პროექტები, დაჩქარდეს

778

სემეკის თავმჯდომარე, დავით ნარმანია ელექტროენერგიის ადგილობრივი გენერაციის ზრდის საჭიროებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ საჭიროა მეტი ახალი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა და გაჭიანურებული პროექტების დაჩქარება. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

“ელექტროენერგეტიკის ბაზარი კვლავ დეფიციტურია, რადგან მოხმარება ყოველწლიურად იზრდება. რაც შეეხება ადგილობრივ გენერაციას, შედარებით მცირე ტემპებით შენდება ახალი სადგურები. მეტი საშუალო და დიდი ჰესი უნდა აშენდეს საქართველოში და ის პროექტები, რომლებიც შეფერხებულია ადგილობრივი მოსახლეობის წინააღმდეგობის გამო, უნდა დაჩქარდეს, რათა დეფიციტი შემცირდეს და ძვირ იმპორტულ ენერგიაზე არ ვიყოთ დამოკიდებული“, – განმარტა დავით ნარმანიამ.